გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი კვლავ გახდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი

“საქართველოს აქვს ისტორიული შანსი კვლავ გახდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული საუკუნის 20-იან წლებში, რუსული ოკუპაციის შედეგად დამოუკიდებლობის დაკარგვამდე!”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქვეყანა ახალ გეოპოლიტიკურ განედზე შედის და ახლა ყველაფერი სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული.

“საგარეჯოში მომხდარი ეროვნული ტრაგედიის გამო, მაქსიმალურად თავი შევიკავე ისეთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის შეფასებისაგან, როგორიც დავოსის ფორუმია.
მიმაჩნია, რომ დღეს საქართველო დგას დიდი და რეალურად ისტორიული გამოწვევების წინაშე და რა დასამალია, რომ ქვეყანას ამ დონის გამოწვევა გასული საუკუნის 20 -იანი წლების შემდეგ, თუ არ ჩავთვლით 90 -ინი წლების დასაწყის, როდესაც დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა, არც ჰქონია.
საქართველოს აქვს ისტორიული შანსი კვლავ გახდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული საუკუნის 20-იან წლებში, რუსული ოკუპაციის შედეგად დამოუკიდებლობის დაკარგვამდე!
დავოსის ფორუმი კი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გასული წლებისაგან განსხვავებით სულ სხვა გარემოში, უკრაინაში რუსული ინტერვენციის და ვაღიაროთ რუსეთის დასავლეთისადმი წაყენებული ულტიმატუმის შემდეგ გაიმართა და ამ შეცვლილი გეო პოლიტიკური და გეო ეკონომიკური პასეანსის გამოძახილი უფრო იყო.
სწორედ ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი თუ რა გზავნილებს გააჟღერებდა საქართველო პრემიერ-მინისტრის სახით დავოსის ფორუმზე.
მიმაჩნია, რომ მთავარი გზავნილი რაც საქართველომ მსოფლიოს გაუგზავნა, საქართველოს როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ცენტრის შეთავაზება იყო, მრავალფუნქციური ეკონომიკური ჰაბის პერსპექტივით !
მთავარი გზავნილიც ამაზე იყო აგებული საქართველოს როგორც “შუა დერეფანის” ფუნქციის ახლებურ გააზრებაზე, სადაც სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვის გენერირებას, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში გაზრდილი გავლენებიდან გამომდინარე, რეალურად მოახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპაში უზრუნველყოფს თბილისი!.
აქამდე საქართველო ისედაც განიხილებოდა როგორც სატრანსპორტო დერეფანი, მაგრამ ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი უკვე განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად ვიქცეთ. დავოსში გაჟღერებული „ევრაზიის შუა დერეფანიც: ბილიკიდან მაგისტრალამდე“, ამას ითვალისწინებს!
სწორედ “ბილიკიდან მაგისტრალამდე” გლობალური კონცეფციის ნაწილად უნდა განვიხილოთ „მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონისთვის“ გაკეთებული შეთავაზებაც, საქართველოში „ამაზონის“ ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა DATA ცენტრების განვითარებაზე მოწყობისთვის“, რაც – კიდევ ერთ გლობალურ პლატფორმაზე ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაციაშიც შეგვიწყობს ხელს!
და თუ ამ ფორუმზე ბაქომ შენიშნა – სად არის სომხეთიო, ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად სწორი პოლიტიკური გზავნილის მატარებელი – კავკასია ჩვენ გვეკუთვნის – ზვიად გამსახურდიას შემდგომ ასეთი ღია განაცხადი არც ერთ ხელისუფლებას არა თუ ვერ გაუკეთებია დღემდე, რა დასამალია სხვადასხვა მიზეზთა გამო!.
სომხეთის კონტრ განცხადებაც, რომ ერევანი დიდ ინტერესს იჩენს სამმხრივი დიალოგის განვითარების თვალსაზრისით, თბილისის პლატფორმაზე რეგიონული სამმხრივი დისკუსიების არეალში, შემთხვევით არ ყოფილა და ისევ ჩვენს გაზრდილ გეო პოლიტიკურ ფაქტორზე მიანიშნებს.
ნიშანდობლივია, რომ შარშან სომხეთმა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის თემაც გაააქტიურა, რაც ამ აზიური სივრცის ტვირთბრუნვის საქართველოს გავლით პერსპექტივებსაც რეალურს გახდის.
ინდოეთის მოსახლეობამ უკვე გადააჭარბა ჩინეთს და 20 წელში ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთზე 2-ჯერ მეტი იქნება. მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა, საექსპორტო ბაზრების პირობებში, ინდოეთის წარმოებას კიდევ უფრო განავითარებს და შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვასაც, მათ შორის შუა დერეფნის გამოყენებით ევროკავშირში კიდევ უფრო გაზრდის.
საქართველო კი ჩვენთვის არც თუ ხელსაყრელი და ბოლო 100 წელიწადში ბარე ოთხჯერ გადათამაშებული მიწოდების ჯაჭვების წყვეტის შედეგად, რაც დასავლეთ-სსრკ პარიტეტზე იყო აგებული, შედის ახალ გეო პოლიტიკურ განედზე და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული!”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები