ხანძარი ბახტრიონზე – მაშველებმა 9 ადამიანი გადაარჩინეს

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ერთი ადამიანი გამოიყვანეს სახლიდან, რომელშიც ხანძარი იყო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი ფართებიდან კიდევ 8 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები