CIA-ს დირექტორი გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა და ზელესნკის შეხვდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი (CIA) ბილ ბერნსი, გასულ კვირას, კიევში იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელსაც მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის უახლოესი გეგმების შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ Washington Post-მა, შემდეგ CNN-მა და სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
აშშ-ის დაზვერვა ყურადღებით აკვირდება რუსეთის მზადებას უკრაინაში დიდი ახალი შეტევისთვის, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიწყოს.
ეს არის ბერნსის კიევში წელს პირველი, ხოლო ომის დაწყებიდან მესამე ვიზიტი.