“კაზანტიპის” პარალელურად, განმუხურსა და ანაკლიაში წირვა-ლოცვა ყოველდღე ჩატარდება
“კაზანტიპის” ფესტივალის პარალელურად, სასულიერო პირები განმუხურსა და ანაკლიაში წირვა-ლოცვას ყოველდღიურად ჩაატარებენ. ამის შესახებ მათ განცხადება ანაკლიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ გააკეთეს. მათ დღეს ასევე მსვლელობა გამართეს ანაკლიის ცენტრალურ ნაწილში და ქუჩები აკურთხეს. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ეწინააღმდეგებიან “კაზანტიპს” და მოუწოდებენ ადგილობრივებს, არ მიიღონ მასში მონაწილეობა, რადგან “იქ სოდომ-გომორის ქადაგება ხდება”. “კანატიპი” ანაკლიაში ხვალ იხსნება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.