ალექსანდ ტკაჩენკო: ჩვენ, ქართველ მეგობრებთან ერთად, ვგეგმავთ ვახტანგ კიკაბიძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ორგანიზებას
ჩვენ, ქართველ მეგობრებთან ერთად ვგეგმავთ ვახტანგ კიკაბიძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ორგანიზებას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დანაკარგის მიუხედავად, რასაც ახლა ვგრძნობთ, მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება იმის მიმართ რასაც ეს ნიჭიერი ადამიანი აკეთებდა, – ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
ის ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა და სამძიმარზე მყოფ ადამიანებს ქართულად მიმართა.
„მე დღეს გადავეცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ვახტანგ კიკაბიძე ომის განმავლობაში გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. ჩვენ ის დიდხანს გვემახსოვრება. ჩვენ, ქართველ მეგობრებთან ერთად ვგეგმავთ ვახტანგ კიკაბიძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ორგანიზებას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დანაკარგის მიუხედავად, რასაც ახლა ვგრძნობთ, მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება იმის მიმართ რასაც ეს ნიჭიერი ადამიანი, ეს დიდი ადამიანი აკეთებდა“, – განაცხადა ტკაჩენკომ.