ირაკლი კობახიძე: რეალობა არის ის, რომ სააკაშვილი ღირსებით ვერ შეხვდა საკუთარ პატიმრობას და ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ რაღაცნაირად გარეთ გამოვიდეს

რეალობა არის ის, რომ სააკაშვილი ღირსებით ვერ შეხვდა საკუთარ პატიმრობას და ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ რაღაცნაირად გარეთ გამოვიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამას აჰყვება, გამოდის, რომ ის სამართალს პატივს არ სცემს.

„ყველაფერი უნდა გადაწყდეს კანონის შესაბამისად. ამის იქით კომენტარს არ გავაკეთებთ. არის სამართლებრივი პროცედურები, რაც გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ რეალურად არ არსებობს არანაირი საჭიროება. შესაბამისად, მოთხოვნა მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც ახალისებენ სააკაშვილის თვითდაზიანებას, მათ შორის ქვეყნის გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები