ირაკლი კობახიძე ხოშტარიაზე: გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებს და იქ არ გააჟრიალა, მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს

მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თან გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა გავიხსენო ცნობილი „ტროიკა“ – ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე. აქედან ერთ-ერთი პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ეს არაფერია. საერთოდ არაფერი. მერე რა? მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თან გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებს და იქ არ გააჟრიალა, მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს. ეს ხომ ორმაგი სტანდარტიც არ არის, ამაზე მეტია. ეს ერთი.

ვაშაძე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას, არშემოშვებას და ა.შ., რუსეთის მოქალაქეზე, რუსზე აქირავებს საკუთარ ბინას.

და ზურა ჯაფარიძე, რომლისთვისაც სიფრთხილე არასწორი რამეა და ერთ ადგილს რომ მიუშვერ რუს სამხედროებს, ეს ყოფილ კარგი საქციელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და უფრო მძიმე რამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები