ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებას ყველაფერი აქვს გაკეთებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

იმედია, რაც მოხდა შარშან, არ განმეორდება წელს. საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვნახოთ, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ განმეორდება ის, რაც მოხდა შარშან, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტიც ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ ევროკავშირმა მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„დღესაც, ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, საქართველო ბევრად უსწრებს წინ. ოდნავ კი არა, ერთი თავით მაღლა ვდგავართ, როგორც უკრაინაზე, ასევე მოლდოვაზე. ასე იყო შარშან და ასეა წელსაც. 12 პუნქტთან დაკავშირებით – ზედმიწევნით გავყვებით თითოეულ ამ პუნქტს და შესრულდება შესაბამისი მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ყველაფერი აქვს გაკეთებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს წელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები