დავით მათიკაშვილი: უმრავლესობა ცალმხრივად პოლარიზაციას ვერ შეწყვეტს

“პუნქტი, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, ეს მხოლოდ უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერ იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობა ცალმხრივად პოლარიზაციას ვერ შეწყვეტს, რადგან ეს არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობა.

„ის რაც უმრავლესობის პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, უმეტესი წილი რეკომენდაციებისა არის შესრულებული. რამდენიმე თანამდებობის პირი ვერ აირჩა იმიტომ, რომ ოპოზიციას ჰქონდა რადიკალური პოზიცია და რამდენიმე საკანონმდებლო აქტია ვენეციის კომისიაში გაგზავნილი, საიდანაც პასუხს ველოდებით, რომ მესამე მოსმენით მივიღოთ ეს კანონპროექტები. რჩება ერთი პუნქტი – პოლარიზაცია, რომლითაც მოცულია საქართველო და რომლის ძირითადი გამოსხივების წყარო გახლავთ ოპოზიცია. ამაში ალბათ დამეთანხმებით, რომ უმრავლესობა ცალმხრივად ამ ყველაფერს ვერ შეწყვეტს. პასუხისმგებლობა არის უმრავლესობის მხარეს, თუმცა პუნქტი, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, ეს მხოლოდ უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერ იქნება. ეს არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობა და აქ კარგად ჩანს, როგორ ესმის რადიკალურ ოპოზიციას საქართველოს ევროინტეგრაცია და როგორ ურევს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები