სალომე ზურაბიშვილი ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს”,- წერს ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია. ბროვარიში ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ახლოს დილით ჩამოვარდა. მის ბორტზე მსხდომი 9-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები