საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართება
24 იანვარს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები.
მონაწილეობენ: თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უფროსკლასელთა გუნდი (ხელმ. მიხეილ ედიშერაშვილი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელა
(ხელმ. ლაშა მიროტაძე), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი (ხელმ. ლიანა ჭონიშვილი).