ილია დარჩიაშვილი: პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის

პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, – ამის შესახებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ეკონომიკურ განზომილებაში. „გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტიო შვეიცარიაში. დავოსში მიმდინარეობს შეხვედრები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან. პარალელურად იმართება შეხვედრები მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური დიალოგი ჩვენი ქვეყნის მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბარი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე დას ზოგადად, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასისა და ევროპის დამაკავშირებელ იმ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ზრდიან ჩვენი ქვეყნის როლს და მნიშვნელობას. შუა კორიდორი დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემატიკას, რომელიც საინტერესოა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საქართველო და ის პოტენციალი, რომელიც ჩვენმა რეგიონმა, ცენტრალურმა აზიამ უნდა შესთავაზოს ევროპას და ამ მიმართულებით, პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის.
პრემიერ-მინისტრი ასევე ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის იმ მნიშვნელოვან როლზე, ეკონომიკურ განზომილებაში, რომელიც აქვს საქართველოს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები