“შეიარაღებული ადამიანები არიან და საფრთხის შემცველია” – კოჩიევი ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოზე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა, ეგორ კიჩიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო საფრთხის შემცველია, რაც წნელისის მოსახლეობას აშინებს.
ინფორმაციას თვითაღიარებული ცხინვალის მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ პოსტზე, როგორც წესი, 12-15 შეიარაღებული პოლიციელი იმყოფება, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან შეიარაღებული ადამიანები არიან. ხოლო 15 ადამიანი არის სრულფასოვანი ოცეული, რომელიც აშინებს უისტას (წნელისის) მოსახლეობას და ხალხი თავისუფლად ვერ გადაადგილდება საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ სოფელში“, – განაცხადა კოჩიევმა.