ბექა დავითულიანი: პირველ რიგში ხელისუფლება არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, იმით, რომ მან მოიხადოს სასჯელი

“პირველ რიგში ხელისუფლება არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, იმით, რომ მან მოიხადოს სასჯელი, რომელიც მიუსაჯა სასამართლომ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს არეულობის მოწყობა უნდა და ფიქრობს, რომ ეს არეულობა შეიძლება სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნამ გამოიწვიოს, ეს ხელისუფლების მიღმა არსებულ ძალებს ეხება.
“ამ ძალის [„ნაციონალური მოძრაობა“] ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არის არეულობა და ამას ვერ ახდენენ ვერცერთი სცენარით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაც ხომ აქ არეულობის სცენარის მოწყობისთვის იყო სინამდვილეში, მიზანი ხომ ეს ჰქონდა? შესაბამისად, ახლა მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი. ისინი ცდილობენ, რომ ის გამოიყენონ როგორც დეტონატორი. ერთი რაც ნამდვილად ვიცი არის ის, რომ პირველ რიგში ხელისუფლება არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, იმით, რომ მან მოიხადოს სასჯელი, რომელიც მიუსაჯა სასამართლომ და მშვიდად ჩაიაროს ამ პროცესმა. მაგრამ, თუ ვინმეს არეულობის მოწყობა უნდა და ფიქრობს, რომ ეს არეულობა შეიძლება სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნამ გამოიწვიოს, ეს ხელისუფლების მიღმა არსებულ ძალებს ეხება, ვინც ისედაც მოსურნეა. ბოლო თვეებისა და წლის განმავლობაში ისედაც გამოკვეთილია ვისზეა საუბარი. ასეთი ძალები შესაძლოა ქვეყნის გარეთაც არსებობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები