ეკა სეფაშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასა და საქართველოში არეულობას შორის ტოლობას სწორედ ოპოზიცია სვამს

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასა და საქართველოში არეულობას შორის ტოლობას სწორედ ოპოზიცია სვამს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება და საზოგადოება უნდა იყვნენ ფრთხილად, რათა პროვოკაციას არ წამოეგონ.

„ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა ან თუ ის არ გავათავისუფლეთ ეს ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას, ეს გამოიწვეს ქვეყანაში არეულობას – აი ამ ნარატივს ქადაგებენ და ისინი სვამენ ტოლობას ამ ორ მოვლენას შორის. ჩვენც, საზოგადოებასა და ხელისუფლებას სიფრთხილისაკენ მოვუწოდებთ, რომ მსგავს პროვოკაციას არ წამოეგონ, მსგავსი მანიპულაციური დასკვნები და დეზინფორმაციული განცხადებები სწორად გააანალიზონ, რათა არ წარმოიქმნას ფუჭი აგრესია საქართველოში, რომელსაც რეალური არგუმენტი და ფაქტები საფუძვლად არ უდევს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები