„დროა, არესტოვიჩი გადადგეს!“ – გონჩარენკო
უკრაინის რადას დეპუტატები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
როგორც რადას წევრი ოლექსი გონჩარენკო აცხადებს, დეპუტატის მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეს უკვე გაეგზავნა.
„დროა, არესტოვიჩი გადადგეს! ჩვენ, რადას სხვა დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გადაყენებას. არესტოვიჩის წარმოდგენები დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გამო დანგრევის შესახებ სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“, – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.