„ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი დაანგრიეს, დარჩენილია მხოლოდ ერთი კედელი“ – პეტრო ანდრიუშენკო
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაანგრიეს – დარჩა მხოლოდ ერთი კედელი, – ამის შესახებ მარიუპოლის მერი პეტრო ანდრიუშჩენკო „ტელეგრამზე“ წერს.
„მარიუპოლში დრამატული თეატრის “დემონტაჟი” იმ დონემდე მოახდინეს, რომ დარჩენილია მხოლოდ თეატრის წინა ფასადი. საათიან სახლს ისე ანადგურებენ, რომ მხოლოდ ფუნდამენტს ტოვებენ. ქალაქი სამშენებლო ნარჩენების უდაბნო ხდება“, – წერს ანდრიუშჩენკო.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაანგრიეს. რუსულმა ჯარებმა თეატრის შენობაში, რომელშიც თავს ასობით ადამიანი, მათ შორის უამრავი ბავშვი აფარებდა, ბომბი ჩამოაგდეს.