ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა რუსეთსა და უკრაინას შორის ომში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის საზღვაო პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი.
ერდოღანმა პუტინს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, შუამავლობა გაუწიოს რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.