მიხეილ სარჯველაძე – “New York Times”-ის სტატიაზე: სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიმართ ასეთი ბრალდებებით ხდება თავდასხმა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე New York Times-ში საქართველოს შესახებ რუსი ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სტატიას გამოეხმაურა.
“როგორც ჩანს ამ კაცს თავისებური ხედვა აქვს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის პატივისცემისა. კაცი, რომელიც ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ დგამს ნაბიჯებს, იგივე ადამიანი შემდეგ მაღალ მატერიებზე, მორალურ საკითხებზე გვესაუბრება. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმა ხდება ასეთი ბრალდებებით, რომელიც აბსოლუტურად არაფრით არაა გამყარებული. შემიძლია დავიმოწმო ისეთი ავტორიტეტული წყაროები, როგორიცაა თუნდაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ნამდვილად არ არის გამოყენებული როგორც შავი ხვრელი, როგორც ამას უწოდებენ“, – აცხადებს სარჯველაძე.
New York Times-ში რუსი ჟურნალისტის, ივან ნეჩეპურენკოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.