თელავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

თელავში 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ალაზნის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ფაქტი უბედურ შემთხვევას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. გარდაცვლილი აბაზანაში ახლობელმა იპოვა და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გაზით გაიგუდა, თუმცა ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები