მაკა ბოჭირიშვილი: ჩემთვის „მაგნიტსკის სია“ აბსურდია

“ჩემთვის ეს „მაგნიტსკის სია“ აბსურდია. მთლიანად ეს კამპანია, რომელიც სააკაშვილის გარშემო ტრიალებს მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიუღებელია ასეთი გზით ბრძოლა ქართული მართლმსაჯულებისგან და ზოგადად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭირიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი ფაქტი, სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დარღვევის არ არსებობს.

„მთლიანად კამპანია არის სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული, რაც არ მგონია, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქის ინტერესში იყოს, ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, რომელიც აბსოლუტურად მორღვეული იქნება, რასაც ეს კამპანია ემსახურება. სია თავისთავად აბსურდია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ რასაც ვისმენთ და რასაც ვხედავთ, არანაირი მტკიცება და არანაირი ფაქტი, მისი, როგორც პატიმრის უფლებების დარღვევის არ არსებობს, შესაბამისად წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები