სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას

“მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.

პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის მიუღებელი დემონსტრირება, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.

“ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროსა და მთელს უკრაინაში“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი 12-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები