„ქართული თეატრის დღე და ჩემი მოკრძალებული ძღვენი“! – რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის მუზეუმს „ბენ ჯონსონის ფოლიო“ უსახსოვრა

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით რობერტ სტურუა პოსტს აქვეყნებს.
„2023 წლის დეკემბერში, უილიამ შექსპირის პიესების და ორი პოემის გამოცემული ტომი (ეგრეთ წოდებული FOLIO) დიდ იუბილეს იხდის!
400 წელი!
წიგნი 1623 წელს დეკემბერში გამოიცა!
სულ 1000 ცალი დაიბეჭდა იმ ფულით, რომელიც შექსპირის მეგობრებმა, მსახიობებმა და გავლენიანმა პირებმა შეაგროვეს! დიდი პოეტი 1617 გარდაიცვალა…
ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ,
წიგნის რედაქცია შექსპირის მეგობარმა – ბენ ჯონსონმა ითავა! ამიტომაც ამ საოცარ ტომს – „პირველ ფოლიოს”, ზოგჯერ „ბენ ჯონსონის ფოლიოს” სახელით იხსენიებენ!
ბენ ჯონსონის ლექსი – „მკითხველს” – უძღვება ამ ისტორიულ წიგნს და შესავალიც მისი დაწერილია
(ფოლიო – საბეჭდი ქაღალდის ფურცლის მეოთხედს ნიშნავდა)!
მთლიანად შემონახულია მხოლოდ და მხოლოდ 12 ეგზემპლარი!
„პირველი ფოლიოს” ბოლო ნიმუში 2006 წელს სოთბის აუქციონზე 5,6£ მილიონად გაიყიდა!
ქართული თეატრის დღეს, ამ თარიღთან დაკავშირებით, მე „ბენ ჯონსონის ფოლიოს” ზუსტ ასლს გულიდან ვიგლეჯ და რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმს საჩუქრად ვაძლევ!
ეს წიგნი, როგორც ჯილდო, ცნობილმა ინგლისელმა კრიტიკოსებმა გადმომცეს. მოგეხსენებათ, 1980 წელს ლონდონში ორი კვირა ყოველ დღე რუსთაველის თეატრი „რიჩარდ III”-ს თამაშობდა!
გილოცავთ ქართული თეატრის დღეს“
აი ეს წიგნიც!
ლექსში B.J. (ბენ ჯონსონი ამბობს (თავისუფალი თარგმანის შესაძლოა, მოკლე პერიფრაზს გთავაზობთ!) „დიდი მწერლის გრავიურამ არ დაგაბნიოთ, მის ნაწერებს რომ წაიკითხავთ, პოეტი, როგორც ცოცხალი წარმოგიდგებათ“! – წერს რობერტ სტურუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები