მირდატ ქამადაძე: ლევან ხაბეიშვილის უკან კულისებში დგანან – ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე, ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ დემოკრატიული პროცესები პარტიისთვის დამღუპველია

ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის უკან კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე. ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები, პარტიისთვის დამღუპველია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის მიიჩნევს, კატეგორიულად მიუღებელია კულისებიდან პროცესების მართვა.

„რა დროს არჩევნები იყო, მაგრამ მოცემულობა ეს გვაქვს. სამწუხაროდ, ვიღაცას დასჭირდა, პარტიაში შიგნით ძალაუფლების მოპოვებისთვის ამ ბინძური მეთოდის გამოყენება, რომელიც ცალსახად მიმართულია ჩვენი საჯაროდ მხარდაჭერილი კანდიდატის, ნიკა მელიას დისკრედიტაციისთვის“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, პარტიის არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს.როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, ლევან ხაბეიშვილს კულისებიდან მართავს ვარშალომიძე, მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები