ტრაგედია თბილისში – ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში მამაკაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად მეუღლე ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.
ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ.
„მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.
უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.