გოგა ხაინდრავა – კელი დეგნანს: ბაიდენს საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მსგავსი ბრალდება ტრამპსაც წაუყენეს – რა არის ეს, პრეზიდენტების უკუსვლა თუ დემოკრატიის აშშ-ში?
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფისსა და სახლში საიდუმლო დოკუმენტების პოვნის ფაქტს ეხმიანება და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.
„პრეზიდენტ ბაიდენს „გარაჟში“ საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს, მანამდე ძველ ოფისში. აშშ-ის მედია იუწყება – ეს გარემოება დასჯადია და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ბრალდება პრეზიდენტ ტრამპსაც წაუყენეს.
რა არის ეს ქ-ნო ელჩო, პრეზიდენტების უკუსვლა თუ დემოკრატიის აშშ-ში?“ – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.