ფრონტზე დამპყრობლების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს და ზოგადად ომის მიმდინარეობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ სოლედარში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
„ნომერ პირველი, მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდება ბრძოლა ისეთ ქალაქზე, როგორიც არის სოლედარი – დაახლოებით 10 000 მოსახლით, შესაძლებელია, რუსებს სურთ, რომ მცირე წინსვლას დიდი დანაკარგების ხარჯზე მიაღწიონ“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, რუსების ნებისმიერი „წარმატება“ მძიმე დანაკარგების ფასად ვერ ანაზღაურებს სტრატეგიულ მარცხს, თუმცა სასტიკი ბრძოლები დონბასში გაგრძელდება და ორივე მხარის წარმატება და მარცხი მოჰყვება.
„თუმცა, რუსეთის ნებისმიერი დამატებითი მონაპოვარი, თუნდაც ის, რომელსაც დაღუპულების, პერსონალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით ასეთ მძიმე ფასად აღწევენ, ვერასდროს შეცვლის ომის მიმდინარეობას. ვერცერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის სტრატეგიულ მარცხს, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები ომის პირველივე დღეებიდან წააწყდნენ და რომელიც გაძლიერდა უკრაინის ეფექტური კონტრშეტევით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.