მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკისა და პიარის ნაწილი გახდეს, მით უმეტეს, სამართლებრივი საკითხები

ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა უკრაინის ხელისუფლებაში ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა გიული ალასანიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში გამოძიება დაიწყეს სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით.

„მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ვინმე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილს პოლიტიკურად გულშემატკივრობს, არ შეიძლება, ყველა წესი გვერდზე გადაიდოს და დარღვევით რაღაც პროცედურები წარიმართებოდეს. სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს ყველაფერი ნუ გიხარიათ მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება სააკაშვილს გულშემატკივრობდეთ, ეს თქვენი ქვეყნის უპატივცემულობაა. მხოლოდ პიარის მოტივით და ფაქტების საწინააღმდეგოდ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვა არ არის ის, რაც უნდა გიხაროდეთ. წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაში ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები