„კასპერსკის ლაბორატორიამ“ დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი Kaspersky Cyber Immunity® ევროკავშირში

2022 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი KASPERSKY CYBER IMMUNITY®. ნიშანი იმოქმედებს მთელ ევროკავშირში.

უფრო ადრე კომპანიამ მსგავსი სავაჭრო ნიშნები დაარეგისტრირა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, Cyber Immunity კი რუსეთში. ეს პროცედურა „კასპერსკის ლაბორატორიას“ ექსკლუზიურ უფლებას აძლევს გამოიყენოს Kaspersky Cyber Immunity თავისი პროდუქტების იდენტიფიცირებისთვის.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ მიერ შექმნილი კიბერიმუნიტეტის კონცეფცია საფუძვლად უდევს KasperskyOS ოპერაციულ სისტემას. კომპანიის კიბერიმუნური გადაწყვეტილებები შემუშავებულია Secure-by-Design პრინციპის შესაბამისად. ამ მიდგომით, კიბერუსაფრთხოების მექანიზმები იქმნება უკვე IT გადაწყვეტის დიზაინის ეტაპზე, რაც საშუალებს იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პოტენციური მოწყვლადობის ოდენობა და შეუძლებელი გახდეს სისტემის კომპრომენტირება.

კომპანიაში თვლიან, რომ რომ მიდგომა Secure-by-Design, ექსპერტების აზრით, მომავალში განვითარების საკვანძო ციკლი გახდება.
მარეგულირებელი ორგანოების ზოგიერთ დოკუმენტში მისი აღწერა უკვე ჩართულია, მაგალითად კიბერგამძლეობის აქტში (Cyber Resilience Act, CRA), რომელიც ახლახან შემოთავაზებული იქნა ევროკომისიის მიერ. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, როგორიცაა AWS, უკვე იყენებენ Secure-by-Design-ს თავიანთი სერვისების შესაქმნელად. ტექნოლოგიური კვლევისა და საკონსულტაციო სააგენტოებს ასევე გააზრებული აქვთ კიბერიმუნური მიდგომის ღირებულება.
კიბერიმუნიტეტი გულისხმობს IT პროდუქტის უნარს გაუძლოს კიბერშეტევებს დამატებითი (დაწესებული) უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე, მაგალითად ანტივირუსი. კიბერიმუნურ სისტემაზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა არაეფექტური იქნება და ვერ მოახდენს გავლენას მისი კრიტიკული ფუნქციების შესრულებაზე.
IT პროდუქტების გაჯერება კიბერ იმუნიტეტით შესაძლებელია KasperskyOS-ის, როგორც განვითარების პლატფორმის გამოყენებით და გადაწყვეტის შექმნისას სპეციალური მეთოდოლოგიის დაცვით. ეს მეთოდოლოგია მოიცავს IT პროდუქტის უსაფრთხოების მიზნების და ოპერაციული პირობების განსაზღვრას, სისტემის იზოლირებულ უსაფრთხოების დომენებად დაყოფას და ამ დომენებს შორის ინფორმაციის ნაკადების კონტროლს. „KASPERSKY CYBER IMMUNITY® სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია ევროკავშირში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი გუნდისთვის.
ჩვენთვის, ჩვენი კლიენტებისთვის და ბაზრის ექსპერტებისთვის, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ KasperskyOS-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს აქვთ უნიკალური ფუნქცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. კიბერიმუნური მიდგომა უზრუნველყოფს, რომ კიბერსაფრთხეთა უმეტესობამ ვერ იმოქმედოს როგორც ცალკეული მოწყობილობების, ისე კორპორატიული IT სისტემების უსაფრთხოებაზე. ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ორგანიზაციების ციფრულ ტრანსფორმაციას, არამედ გვეხმარება ავაშენოთ უფრო უსაფრთხო ციფრული სამყარო“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ აღმასრულებელი დირექტორი ევგენი კასპერსკი. მეტი ინფორმაცია კიბერიმუნიტეტის კონცეფციისა და KasperskyOS ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებსაიტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები