დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ტყუილების ტირაჟირებით ცდილობს, რომ პატიმარ სააკაშვილის საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს
“ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილების ტირაჟირებით ცდილობს, რომ პატიმარ სააკაშვილის საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივი საკითხების გადამწყვეტი ობიექტური მართლმსაჯულებაა.
„ეს რაღაც გარკვეული პროპაგანდისტული სპეცოპერაცია, რომ დაიხსნან ეს პატიმარი ციხიდან. ობიექტური მართლმსაჯულება და დამოუკიდებელი სასამართლო არის ამ საკითხის გადამწყვეტი. სასამართლო პროცესიც ტარდება სწორედ ამიტომ. დავეთანხმოთ სასამართლოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.