გორში “ალილოს” მსვლელობა მოეწყო

გორში, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ალილოს მსვლელობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მახარობლებს საშობაო ნობათი გადასცეს.

სადღესასწაულო მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა – კურთხევით დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან დამკვიდრდა. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები