მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია 332 ოჯახს საშობაო ნობათს გადასცემს
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია 332 ოჯახს საშობაო ნობათს გადასცემს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო კალათები უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცემათ.
„საშობაო ნობათის დარიგების პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, კობა დარჯანიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
კალათები 14 სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 35 ათას ლარზე მეტია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.