“უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს, რადგან დავინახეთ, რომ ომი მოდიოდა. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„რეალობა ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერად ევროპაში, ჩვენ ახლავე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იარაღი არის გზა მშვიდობისაკენ. პირველი გაკვეთილი არის ის, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში. დიდი ხანია, ეს არის ნატო-ს გზავნილი. მეორე გზავნილი, მეორე გაკვეთილი არის ის, რომ სახიფათოა ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით, ჩინეთთან. ჩვენ ვერ გავხდებით ისე დამოკიდებული ერთ ნედლეულზე, მათ პროდუქტებზე, რომ გავხდეთ დაუცველები. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მათთან ტექნოლოგიების ექსპორტი, რომლებსაც ისინი, თავის მხრივ, ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. უნდა უზრუნველვყოთ კონტროლი ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, პორტებიდან და აეროპორტებიდან დაწყებული, მე-5 თაობის ქსელებამდე. არავინ ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ბიზნესი ჩინეთთან, მთავარია, ისე მოვიქცეთ, რომ არ შეილახოს ჩვენი უსაფრთხოება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
წყარო: 1tv.ge