უკრაინას ახლა ისე სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მტკიცე განწყობას, გავაგრძელოთ რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემა, რადგან ზამთარი ახლოვდება და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება არის ეგზისტენციალური ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.
ორი ქვეყნის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა შვედეთისა და ფინეთის განაცხადზე ნატოში გაწევრიანების შესახებ.
მაკრონის თქმით, შვედეთს შეუძლია „საფრანგეთის მხარდაჭერისა და სოლიდარობის იმედი ჰქონდეს“.