მიკოლაევში წამების კიდევ ერთი ოთახი იპოვეს – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

მიკოლაევის რეგიონში, სოფელ ალექსანდროვკაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ერთ-ერთ კერძო სახლში წამების კიდევ ერთი ოთახი აღმოაჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ფოტოს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ სახლში ოკუპანტები ადგილობრივებს ძალით აკავებდნენ.

მათგან ცდილობდნენ “უკრაინელი პატრიოტების, კერძოდ კი, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების მისამართების გაგებას. ადამიანებს პოლიეთილენის პარკებით გუდავდნენ, მძიმე საგნებს ურტყამდნენ. ოთახის შემოწმების დროს, სამართალდამცველებმა წამების იარაღები ამოიღეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები