რომელმა დეპუტატმა რამდენჯერ მოინახულა მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2022 წლის 27 დეკემბრის წერილით, იუსტიციის მინისტრმა აცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ, მათ შორის, შეხვედრებთან დაკავშირებით, და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრის წერილის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჩერდება პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება. განცხადებას დანართის სახით ახლავს მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პარლამენტის წევრებზე გაცემული ნებართვების ჩამონათვალი.
აღნიშნული ჩამონათვალის ანალიზიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 3 ნოემბრიდან 2022 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილი სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მისცა პარლამენტის 32 დეპუტატს.
ყველაზე მეტჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მისცა ეკატერინე ხერხეულიძეს. იგი დღემდე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში, გორის სამკურნალო ჰოსპიტალში და სამედიცინო ცენტრ „ვივამედში” 64-ჯერ იმყოფებოდა და 28 დეკემბერს გაცემული ნებართვის საფუძველზე 5 იანვარს კიდევ ერთხელ მოინახულებს მას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად 29-ჯერ იმყოფებოდა და კიდევ ერთხელ მასთან შესვლა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 დეკემბერს გაცემული ნებართვის საფუძველზე 3 იანვარს აქვს დაგეგმილი.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიღებული ჰქონდა აგრეთვე შემდეგ დეპუტატებს:
ხატია დეკანოიძეს – 18-ჯერ
თეიმურაზ ჯანაშიას – 16-ჯერ
გრიგოლ ვაშაძეს – 13-ჯერ
თინათინ ბოკუჩავას – 11-ჯერ
ლევან ხაბეიშვილს – 10-ჯერ
აკაკი მინაშვილს – 9-ჯერ
ნონა მამულაშვილს – 6-ჯერ
სალომე სამადაშვილს – 5-ჯერ
გუბაზ სანიკიძეს – 5-ჯერ
დავით კირკიტაძეს – 4-ჯერ
გიორგი ბოტკოველს – 4-ჯერ
ელენე ხოშტარიას – 4-ჯერ
ნიკა მაჭუტაძეს – 3-ჯერ
არმაზ ახვლედიანს – 3-ჯერ
ანა წითლიძეს – 2-ჯერ
თამარ კორძაიას – 2-ჯერ
დევი ჭანკოტაძეს – 2-ჯერ
თამარ ჩარკვიანს – 2-ჯერ
ზაალ უდუმაშვილს – 2-ჯერ
ვახტანგ კიკაბიძეს – 2-ჯერ
დავით ბაქრაძეს – ერთხელ
როსტომ ჩხეიძეს – ერთხელ
ბაჩუკი ქარდავას – ერთხელ
ლევან ვარშალომიძეს – ერთხელ
რომან გოცირიძეს – ერთხელ
ლევან ბეჟაშვილს – ერთხელ
დავით ხაჯიშვილს – ერთხელი
იაგო ხვიჩიას – ერთხელ
პაატა მანჯგალაძეს – ერთხელ
ნატო ჩხეიძეს – ერთხელ