“როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის” – რევაზ კარანაძე
“ხედავთ, რომ ახლა ევროკავშირის წარმომადგენლები სომხეთთან ცდილობენ რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ვნახეთ, რომ ფაშინიანი ღიად დაემუქრა ოპოზიციის წარმომადგენლებს დაპატიმრებით”, – ამის შესახებ პოლიტეკონომისტმა, რევაზ კარანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც კარანაძემ აღნიშნა, ეს არის ნაცნობი თამაში, რომელიც საქართველოში გათამაშდა და არ გამოდგა წარმატებული.
„ვფიქრობ, ეს არის ნაცნობი თამაში, რომელიც საქართველოში გათამაშდა და არ გამოდგა წარმატებული, რადგან საქართველომ თავისი ინტერესები დაიცვა, არ აჰყვა იმ ინტერესებს, რომლებსაც ფრაუ ურსულა [ფონ დერ ლაიენი] ატარებს. ვხედავთ, რომ როცა საჭიროა ISIS-ის ყოფილ თავმჯდომარესთანაც თანამშრომლობს სირიაში, რომელიც ძებნილი იყო და ისლამისტ ტერორისტებს წარმოადგენდა, თუმცა ჩვენ რატომღაც გვიწუნებენ.
რეალურად სტანდარტები ევროპისთვისაც იცვლება იმ კუთხით, რა გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესებიც გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ვიცით, რომ სომხეთში წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემები იყო. ფაშინიანი არის რაღაც ახალი ძალა და ახლა ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ, თუმცა ვერ ვხვდები როგორ“, – აღნიშნა კარანაძემ.