ხარკოვის დაბომბვას დღეს მსხვერპლი მოჰყვა
რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხარკოვი დაბომბეს, სოფელ კატერინოვკაში მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი სამიზნე, ასევე კუპიანსკი იყო, სადაც 70 წლის მამაკაცი დაიჭრა.