“რუსეთი საკუთარ საზღვრებში უნდა შევტენოთ და იქ ჩავკეტოთ” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ევროპაში ეშინიათ კითხვაზე პასუხის – “რა მოუვა რუსეთს?” ომში უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში.

ამის შესახებ მან RBC უკრაინასთან საუბარში თქვა.

“ბევრი უკვე გულწრფელად უჭერს მხარს უკრაინას, მაგრამ მაინც ვერ წარმოუდგენიათ რუსეთის დამარცხება. მე ვუთხარი მათ: მსოფლიო არ დაიშლება, თუ რუსეთი დაიშლება. მაგრამ ფსიქოლოგიურად ისინი ამ საკითხზე ცოტა დისკომფორტის ზონაში არიან”,- თქვა მან.

კითხვაზე, „პუტინისთვის სახის შენარჩუნების“ იდეას დღესაც ჰყავს გავლენიანი მომხრეები? უკრაინელი მინისტრი ამბობს, რომ “მხოლოდ მარგინალური სექტაა დარჩენილი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არსებობს ფიქრებით – „მასთან ცხოვრება მაინც მოგვიწევს”, „არსად გაქრებიან“.

“ჩემთვის ახლა მთავარია არა იმდენად ამ სექტის დაძლევა, არამედ პარტნიორებში იმ გააზრების განმტკიცება, რომ როგორიც არ უნდა იყოს ძალა რუსეთში, რუსეთი თავისი არსით არ შეიცვლება. ამან უნდა შეაჩეროს ადამიანთა გაცილებით ფართო წრე, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლებელია რუსეთის ლიბერალურ, დემოკრატიულ ქვეყნად გადაქცევა. და ეს მართლაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია – ამ ნარატივის გადალახვა. და უნდა დავეთანხმოთ თეზისს, რომ რუსეთი ისეთია, როგორიც არის და ჩვენი ამოცანაა – ორკი ელფად არ გადავაქციოთ, არამედ ჩავაქროთ ეს აგრესია. და ისეთი პირობები შევქმნათ, როდესაც რუსეთის ექსპანსია შეუძლებელი გახდება. ანუ აგრესიულად ავტორიტარული ქვეყნიდან, ის უბრალოდ ავტორიტარულ, კონსერვატიულ ქვეყნად უნდა გადაიქცეს. საკუთარ საზღვრებში უნდა შევტენოთ და იქ ჩავკეტოთ. დაე, იცხოვრონ თავიანთ ავტარკიაში, ცართან ერთად, ოღონდ არავის დაესხან თავს”,- თქვა დმიტრო კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები