ბექა ოდიშარია: მილიონ ორასი ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ უჭერდა სალომე ზურაბიშვილს მხარს, რომ არ მოსულიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელი კაციჭამიებს შეიწყალებდა

მილიონ ორასი ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ უჭერდა სალომე ზურაბიშვილს მხარს და ამას მე გულშემატკივრობით ვიძახი, რომ არ მოსულიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც შეიწყალებდა მეგის ქარდავადან დაწყებული სხვა კაციჭამიებით დამთავრებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

“თავიდანვე შევთანხმდით და მეც, მათ შორის, ჩემი პარტიის ლიდერებთან ერთად უდიდესი ამაგი მაქვს მისი კამპანიისას და ამას, რა თქმა უნდა, არა დაყვედრებით ვიძახი, არამედ გვსურდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ზეპარტიული, პრინციპული პრეზიდენტი. ახლაც მისი უფლებაა შეხვდეს გინდა ნიკანორ მელიას და გინდა ხაბეიშვილთან გამართოს ბილატერალური მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის საზოგადოება, ის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც იყო მისი მხარდამჭერი და მეტსაც გეტყვით, მილიონ ორასი ათასი ადამიანი იყო, სწორედ იმიტომ უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს მხარს და ამას მე გულშემატკივრობით ვიძახი, რომ არ მოსულიყო ემანდ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სწორედ შეიწყალებდა მეგის ქარდავადან დაწყებული სხვა კაციჭამიებით დამთავრებული”, – თქვა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები