კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო თბილისელებს იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ – მერწმუნეთ, ეს არის ყველაზე დიდი სტიმული და მოტივაცია ჩვენი გუნდისთვის

მინდა მადლობა გადავუხადო თბილისელებს იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ. მერწმუნეთ, ეს არის ყველაზე დიდი სტიმული და მოტივაცია ჩვენი გუნდისთვის. მადლობა, რომ ხართ ჩვენი ქალაქის გულშემატკივრები. მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, ყველას, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და დედაქალაქს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე იყო იქ, სადაც ყველაზე ფაქიზი, სენსიტიური თემები და პრობლემები იყრიდა თავს.

ილიას დაზარალებულები, ილიას უსახლკაროები, ილიას მარტოხელა მოხუცები, ილიას ბაგა-ბაღები- ასე მოვიხსენიებდით გუნდში მის საკურატორო თემებს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის გადაჭრილი ყოველი საკითხი, მოგვარებული პრობლემა ნამდვილი ზეიმი იყო მისთვის.

დღეს მე ვერ დავასრულებ ჩემს გამოსვლას ისე, რომ რ ვახსენო ილია ელოშვილი- მეგობარი, თანამებრძოლი, პროფესიონალიზმის და წესიერების მაგალითი; ადამიანი, რომელიც 2022 წელმა წაგვართვა. მინდა მადლობა გადავუხადო ილიას დედას იმისთვის, რომ ასეთი კაცი გაზარდა, ასეთი ადამიანი გვაჩუქა ყველას. მადლობა ილიას მამას ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები