მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის გათავისუფლება რაზე დაყრდნობით უნდა მოითხოვონ

“სააკაშვილის გათავისუფლება რაზე დაყრდნობით უნდა მოითხოვონ, არაფერი აღარ რჩებათ, ამიტომ არის მთელი ეს კამპანია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნისთვის არგუმენტები არ არსებობს.

„სხვა შემთხვევაში დარჩებიან რის ამარა, იცით? რაც მაგალითად, მურმან დუმბაძემ ილაპარაკა, რომ არ დაუშავებია არავის არაფერი, მარტო გირგვლიანი იყო დამნაშავე იმაში, რაც მოხდაო. ეს ყველაფერი იციან. ამიტომ მოუწოდებდნენ სააკაშვილს პირველივე დღიდან, რომ გააგრძელე შიმშილობა, გაიუარესე ჯანმრთელობა, რომ იქნებ ამით რამე არგუმენტი მოგვეცესო. არ იცოდნენ ეს, რომ ჯანმრთელობის რისკებთან იყო დაკავშირებული? იცოდნენ გადასარევად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები