სალომე ზურაბიშვილი: სად არიან არასამთავროები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ – შანტაჟი, მუქარა, დამცირება ხდება დღეს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის მიმართ ზეწოლა, ბულინგი და შანტაჟი მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო სექტორი, რომელიც ვალდებულია ბულინგის ნებისმიერი მსხვერპლი დაიცვას, არ იცის სად არის.

“ჩვენ სრულიად გაჩერებული ვართ მიშას ირგვლივ – კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს (ოპოზიციასა და ხელისუფლებას) აწყობს. ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავს თავის სხვა გეგმებს, რადგან ამით პასუხი აღარ აქვს გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას და არ ვიცი, ამაში მე რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, არ მიცნობენ, არ ვიცი, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე, და აღარ ვამბობ, ქალზე და პრეზიდენტზე, ის ზეწოლა, რაც ხდება დღეს. ეს ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავროები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ, პირდაპირი შანტაჟი, მუქარა, დამცირება; აგერ, ჩემს კართან ,,რუსული სოფელია“ და რას ნიშნავს ეს? არცერთ ქვეყანაში, სხვაგან, პრეზიდენტის სასახლის წინ, ასეთი სოფელი, მით უფრო, ამ დაძაბულ პერიოდში არ იქნებოდა გამართული, მაგრამ ამის შესახებ სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები