“მე პირადად შეურაცხყოფილი დავრჩი და არა მარტო მე”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ მიმართა.
როგორც სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, აქციაზე იმყოფება უამრავი ადამიანი, ვისი შვილებიც ცოცხლები აღარ არიან.
„მე პირადად შეურაცხყოფილი დავრჩი და არა მარტო მე. უამრავი ხალხია აქ, ვისი შვილებიც მიწაში ჩაწვნენ, ვისი დედმამიშვილებიც მიწაში ჩადეს. წამებაზე კი აღარ არის ლაპარაკი, ლაპარაკია სიკვდილზე, ადამიანის სიცოცხლეზე“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან “არ შეიწყალო კრიმინალი” ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ცოტა ხნის წინ შეკრებილებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.