ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს 17:00 საათზე გამართავს.
ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაცია, რა საკითხზე ისაუბრებს პრეზიდენტი, უცნობია. თუმცა სავარაუდოა, რომ ის მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იქნება.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ორბელიანების სასახლესთან სააკაშვილის მხარდამჭერები, მისი შეწყალების მოთხოვნით, აქციას მართავენ. დღეს კი კონტრაქცია იმ ადამიანების ოჯახის წევრებმა გამართეს, რომლებიც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწამეს ან მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები