პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარეობს აქცია მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით, არ შეიწყალოს პატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი სურვილია, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები. ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

ცნობისთვის, დღევანდელი აქცია 2004 წელს მოკლული მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გუშინ დააანონსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები