აშშ-ში ძლიერი ყინვისა და ქარბუქის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 62-ს შეადგენს, მათ შორის ნიუ-იორკში, ქალაქ ბუფალოში გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც ნიუ იორკის შტატის ხელისუფლებაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სამხედრო პოლიცია.
მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს.