რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად, პრემიერმა არა მხოლოდ ისაუბრა იმ შედეგებზე, რაც გვაქვს და რითაც ჩვენს ქვეყანაში პროგრესია უზრუნველყოფილი, არამედ თუ რას უნდა ველოდოთ როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.
„ფაქტობრივად, მან არა მხოლოდ ისაუბრა იმ ფაქტებსა და შედეგებზე, რაც დღეს გვაქვს და რითაც ჩვენს ქვეყანაში პროგრესია უზრუნველყოფილი, არამედ თუ რას უნდა ველოდოთ როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. უმნიშვნელოვანესია ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება 100%-ით, ასევე 100%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ინვესტიციები და 3 წლის განმავლობაში დაახლოებით, 30 მლრდ ლარით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის სწორედ ის, რაც თანმიმდევრულად საქართველოს გადაიყვანს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში გადაიყვანს და ის კეთილდღეობა, რომელიც სოციალური პოლიტიკითა და ეკონომიკით იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, თითოეულ ოჯახამდე მივა“, – განაცხადა იონათამიშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.