ჯაბა სამუშია: თსუ-ში არჩევნები აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩავატარეთ
“ჩვენ სტუდენტებთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს დახურული თემები, რა თქმა უნდა, ეს არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩავატარეთ არჩევნები”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
სამუშიამ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა განაცხადა.
„მინდა ამ ნდობისათვის დიდი მადლობა გადავუხადო აკადემიური საბჭოს წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პირადად ჩემთვის და ყველა უნივერსიტეტელთან ერთად შევეცდები ვიზრუნო უნივერსიტეტის მომავლისთვის და იმისთვის, რომ უნივერსიტეტში იყოს სწავლა, მეცნიერული განვითარება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში სანიმუშო, არამედ მთელ მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი”, – აღნიშნა სამუშიამ.