მიხეილ სარჯველაძე: ობიექტური მიზეზი, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია შეცვალოს, არ არსებობს

ობიექტური მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია შეცვალოს, არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, გარკვეული ადამიანები ცდილობენ ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს ის თვისობრივად შეცვლილია.

“მართებული და არგუმენტირებული იყო პრეზიდენტის ის პოზიცია, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოხატა.
არსებობს თუ არა მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს? – პირადად არ მგონია, რომ ამის რაიმე ობიექტური მიზეზი არსებობს.
ადგილი აქვს ცალკეული ადამიანების მცდელობებს, ვითარება იმდაგვარად წარმოაჩინონ, თითქოს გარემოებები თვისობრივად შეცვლილია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები